სიახლეები
"ვოისის" ბრმა ქასთინგის მეორე გადაცემა დასრულდა . 
გაიცანით ახალი " ვოისები "

13 ოქტომბერს მეორე გადაცემა ეთერში გაეშვა და მაყურებელს ემოციებით აღსავსე საღამო აჩუქა .
მეორე ბრმა ქასთინგი 41 წლის ლევან ბეიტრიშვილმა გახსნა , რომელმაც ოთხივე მწვრთვნელი მოხიბლა თუმცა თავად არჩევანი ქეთაზე გააკეთა.
საინტერესო იყო მოდელების გამოსვლა . სამწუხაროდ ვერც გვანცა კეკენაძემ და ვერც ნატალია სულავა–დევდარიანმა ვერ მოახერხეს ჩვენი მწვრთვნელების მოხიბლა და შემდეგ ეტაპზე გადასვლა.

მარიამ ასანაშვილის მიერ შესრულებულმა ქართულმა სიმღერამ რამდენიმე წამში მოხიბლა ნოდიკო ტატიშვილი და მეორე გადაცემაში ნოდიკოს ერთადერთი მონაპოვარი გახდა. 

ასევე ერთი მონაწილე დაიმატა გუნდში ნუცა შანშიაშვილმა , რომელმაც შოთიკო ტატიშვილის სახით გუნდს კიდევ ერთი ლიდერი შემატა .

ნაყოფიერი დღე აღმოჩნდა ანრისთვის . კიდევ 5 კონკურსანტი – მის  გუნდში.  
გამოცდილი ვახო ბეკურაშვილი, "ლამაზმანი" ელენე მიქიაშვილი და  ძალიან განასხვავებული ირაკლი ილურიძე მის გუნდს შეემატეს . 

საღამოს კულმინაცია 2 ნომერი იყო . მსავლდებული მეხუთე საპყრობილედან . თეონა ყოლბაიამ შესანიშნად გამოიყენა თავისუფლების 2 წუთი და ანრის გუნდის წევრი გახდა, მეტიც ანრი მას ვარსკვლავობასაც დაჰპირდა. ასე, რომ თეონა ყოლბაიას თავისუფლება "ვოისის" სცენაზე გრძელდება .

მეორე ბრმა ქასთინგის ბოლო გამომსვლელი ინტერნერ სივრცის ნამდვილი დამპყრობელი გიორგი ქისტაური იყო, რომლის შესრულებულმა სიმღერამაც ანრის შემობრუნებისკენ უბიძგა.

საინტერესო და ამავდროულად დაძაბული იყო მეორე ბრმა ქასთინგი . შემდეგ გადაცემაში კი ძველი " ვოისელები" ბრუნდებიან . კიდევ ერთხელ მონატრებულ სცენას დაუბრუნდებიან და კიდევ ერთხელ შეეცდებიან მწვრთნელების მოხიბვლას . არ გამოტოვოთ მესამე ბრმა ქასთინგი , სამშაბათს, 20 ოქტომბერს, იმედზე!